599 56 39 69
Chat with me
გამარჯობათ  ბატონო   კლიენტებო.   მოგესალმებით  28  წლის  სტაჟის  მქონე  გამოცდილი  სპეციალისტი  კარებების  დარგში  ნოდარ  ჭიკაძე.  წარმოშობით  კახელი,  სოფელ  კაკაბეთიდან.   საკეტების  დაყენება  -რემონტი  ჯერ  კიდევ  მამაჩემისგან  ვისწავლე,  მერე  თბილისის  მანქანათმშენებლობის  ტეხნიკუმი  დავამთავრე  წარჩინებით,  მერე  ვიმუშავე  თბილისის  ინსტრუმენტალურ  ქარხანაში.  ასე  რომ  ტექნიკაში  საკმაოდ  გარკვეული  ვარ.
                         მე  დაგეხმარებით  კარების  გარშემო  ყველა  პრობლემის  მოგვარებაში,  ასევე  ყველა  იდეის  განხორციელებაში  რაც  თავში  მოგივათ.   დამელაპარაკეთ  მობილურით  599 56  39 69 ,  გამომიგზავნეთ  საკეტის  სურათი  ვაიბერით,  შეემეკითხეთ,  მოუსვლელად  სურათის  მიხედვით  დაგარიგებთ.    ჩემი  დევიზია  სწრაფად  მოვემსახურო  კლიენტს,  ერთ  მისვლაზე  მაქსიმალურად  შევძლო  ყველაფერი.   არ  ვაწვალო  კლიენტი  2-ჯერ  და  3-ჯერ  მისვლით,  არ  გავაგზავნო  ნაწილების  საძებრად.  ავეჯის  რესტავრაცია. ესეც  ავითვისეთ,  თანაც განსაკუთრებულად რთული დარგი; თხელი მეტალებისგან დამზადებული ავეჯების გამთლიანება.  
     setting up locks, lock remont, domophone set up, electro lock set up, iron door paint.
 
      установка и ремонт замков, установка домафона, покраска железнои двери.     
 
 
 
 

  ჩემი  თვისებაა  გერმანული  პუნქტუალურობა,  ჩემი  სიტყვა  და  საქმე  ერთია.    ვარ  ზუსტი  ფასების  თქმაში,   პირდაპირი  და  გახსნილი.     მაქვს  საუკეთესო  ინსტრუმენტები,  კარში  საკეტს  ჩაგისვამთ  ფილიგრანული  სიზუსტით.
                               მთავარი  დამავიწყდა:  პატიოსნება,  კლიენტის  გასაჭირის  გულთან  ახლოს  მიტანა.  მის  მდგომარეობაში  შესვლა,    მისი  ფინანსური  მდგომარეობიდან გამომდინარე  რჩევების  მიცემა.    ანუ  ადამაინური    მიდგომა.      ანუ  გაჭირვებულ  პენსიონერსაც  ვასიამოვნებ  და  ნორმალურად  მაცხოვრებელსაც.   
                     დავდივარ  მინიმარშუტის  ტიპის  მანქანით,  მისით  დამაქ  ნაწილები  და უამრავი  ინსტრუმენტი.   უდენობის  შემთხვევაში  შემიძლია  გენერატორის  წამოღება.  
                დანარჩენ  წვრილმანებს  წაიკითხავთ  ქვემოთ.  გარწმუნებთ  კმაყოფილი  და  ნასიამოვნები   დარჩებით   ჩემთან  ურთიერთობით.
                                მოკლედ  აბა  ჰე,  წარმატებებს  გისურვებთ  თქვენ  ბინის  რემონტებში,  ბინის  უსაფრთხოების  გაზრდაში,   ბინის  კომფორტის  და  სიმყუდროვის  შექმნაში.
1. მომსახურების ჩამონათვალი

1.ნებისმიერი  ტიპის  საკეტის  გარემონტება,ახალი  საკეტის  დამატება  შეცვლა. შტირლიცი,მოტურა,  ჩიზა  და  სხვა.

2.  ელექტროშედუღება  აივანზე,  სარდაფში,  ავტოფატრეხში.  სარეცხი  ჯოხების  დამზადება.

3.  შიდა  და  გარე  კარ-ფანჯრის,  როგორც  ხის,  ისე  მეტ-პლასტმასის  გასწორება.  საზამთროდ  დათბუნება.  თბოიზოლაცია, ხმაიზოლაცია,  რეზინების  დაწებება, დაბუბკვა.  კარების  შეღებვა.

4.  ჩაკეტილი  კარების  გაღება  საკეტის  დაუზიანებლად  და  შეკეთება.  თოკებით  ჩასვლა.

5.  ავეჯის  მექანიკური  რესტავრაცია.

6.  ფარდის  კარნიზების,  სარკის,  ტელევიზორის  კედელზე  დამონტაჟება. ლუსტრების დაკიდება.

7.  დამაფონის,  ავტოშვეიცარის  მონტაჟი.

8.  ხელმარჯვე  ოსტატის   მრავალი  სხვა  სახის  მომსახურება.

9.  ტყავის  (დერმანტინის )   გადაკვრა  რკინის  კარზე,  ბუბკის  ჩაფენით.  ფეშენებელურ  ვიდს  აძლევს  კარს  და  სითბოს  აჩერებს  სახლში.  250  ლარი.

10.  მდფ-ის   გადაკვრა  რკინის  კარზე.  4  მმ  სისქის  მდფ  ვინტებით   ეკვრება  შიგნიდან,  კარები  ხდება  მომენტალურად  ლამაზი  და  თბილი. ღირს  120  ლარი.

11.  კარების  შეღებვა.  დაშპაკვლა,  გაშკურკვა,  მაღალ  დონეზე.   მუშაობა  სუფთად,   გარეშემო  რემონტის  გაფრთხილებით.  შეღებვა  კომპრესორით.  ხარისხიანი  საღებავების  გამოყენებით.  ლიტრა  ღირს 20-30 ლარი.  

12. ავეჯის რესტავრაცია, გორგოლაჭიანი,  საოფისე  სავარძლის რემონტი.  ახალი თხელი რკინისგან დამზადებული  ავეჯის რემონტი, ადგილზე .  სპეციალური შედუღების აპარატით,  რომელიც თხელ რკინას  ადუღებს.  ლაქით  შეღებვა  ძველი  ავეჯების.  დაზიანებული  ხის  თუ  რკინის  კარის  აღდგენა.  გორგოლაჭების  გამოცვლა.

  13.ელექტრო-საკეტის დაყენება რემონტი,  დომოფონის დაყენება.

  • კარის რემონტიკარის რემონტი
  • ინსტრუმენტებიინსტრუმენტები
  • სახელურიანი  საკეტისახელურიანი საკეტი
  • დამატებიტი  საკეტი,  ბაბოჩკადამატებიტი საკეტი, ბაბოჩკა
  • ქარხნული  2-ფრთიანი  კარები.ქარხნული 2-ფრთიანი კარები.
  • მე  და  მახომე და მახო
  • ეს  მე  ვარ,  სამუშაო  პირობებში.ეს მე ვარ, სამუშაო პირობებში.
2. რკინის კარების სრული ნავაროტი.

1.  ლამაზი,  მუშა,  სეკრეტული  სახელურანი  საკეტი.   აქ  მთავარი  ყურადღება  ენიჭება  სახელურების  სილამაზეს  და  მათ  გამძლეობას.  ასევე  თვითმიმხური  ენის  ხანგრიძლივ  მუშაუნარიანობას.  ესენი  როგორც  წესი პირველები  გამოდიან  მწყობრიდან  საკეტის  მექანიზმებიდან.

2.  დამატებითი  საკეტი.  ყველა  წესიერ   კარებს  ესაჭიროება  მე-2  საკეტი,  ანუ  დამატებითი  საკეტი.  რომელსაც  სახელური  არ  აქვს.    აქვს  მხოლოდ  გასაღებით  ჩაკეტვის  ფუნქცია.

3.  ურდული.  ესც  აუცილებელია,  მისი  დანიშნულებაა  შიგნიდან  საიმედოდ  ჩაკეტოს  კარი  პატრონმა  სწრაფად.    ამით  ჩაკეტილ  კარებს  გარედან  ვერავინ  ვერ  გახსნის.

4.  გლაზოკი.  ეს  ხომ  მთლად  აუცილებელი  ნივთია.  უამისოდ  არაფერი  არ  გამოვა.  კარგია  თუ  აქვს  შიგნიდან  ჩამოსაფარებელი.

5.  ავტო-შვეიცარი.  გამოიყენება  კარების  თვით  მისახურად.  ან  თუ  ქარი  აჯახუნებს  ან  ბავშვები,  დარტყმის  ძალის  შესამცირებლად.

6.  საბჯენი.  ეს  აუცილებელია  კარების  გაჩერებისთვის  ბოლომდე  გაღებისას,  რათა  სახელური  არ   მიერტყას  კედელს  და  არ  მოტყდეს.  ან  კარების  პეტლები  არ  დაიღუნონ.  არსებობს  კედლის  და  იატაკის  საბჯენები.   არსებობს  მაგნიტური  საბჯენებიც,  ძალიან  პრაქტიკულებია.  აჩერებენ  კარებს  გაღებულ  მდგომარეობაში  და  იცავენ  მას  ორპირ   ქარისგან  მიჯახუნებისას.  მძიმე  კარებებს  უხდებათ  კედლის  საბჯენები,  ესენი  კარგად  უძლებენ  მათ  დარტყმას.

7.  აბშივკა.  ამის  მოდა  წამოვიდა  ბოლო  5  წელია  და  შემდეგი  დანიშნულება  აქვს:

                                           1) სილამაზე  ორივე  მხრიდან.

                                           2)  ხმის  გაუმტარობა  ორივე  მხრიდან.

                                            3)  სითბოს  დაჭერა  ,  ზამთარში  რკინის  კარი  ძალიან  იყინება.

                                           4)  დიზაინი,  კარს  აძლევს  თანამედროვე  ფორმებს  და  ფერს.

  • viriviri
  • კარის  ვიდიკარის ვიდი
  • კარის  საბჯენიკარის საბჯენი
  • საჭრუტრუნა,  უბრალოდ  გლაზოკისაჭრუტრუნა, უბრალოდ გლაზოკი
  • კარის  თვითმიმხურიკარის თვითმიმხური
  • კარის  მონტაჟის  წესი.კარის მონტაჟის წესი.
3. რა ტიპის საკეტები არსებობს.

1.  სახელურიანი  საკეტი

2.  დამატებიტი  საკეტი

3.  ნაკლადნოი  საკეტი.

4.  ავტომატური  საკეტი.---ეს  საკეტი  თავისით  იკეტება.  მოგონილია  დროის  დაზოგვისთვის  და  გულმავიწყებისთვის,  ვისაც  სულ  ავიწყდება  კარების  დაკეტვა.

5.  მაღლადაბლა  ჩამკეტი  საკეტი.  ე.წ.  ფეხებიანი.

6.  ელექტროსაკეტი ---გამოიყენება  შორი  მანძილიდან  კარის  დისტანციურად  გასაღებად,  ელექტროძალით.

7.  კუსტარული  საკეტები---ხელით  ამზადებენ,  მინი  საამქროებში.

8.   ვსტავნოი  საკეტები---კარები  იჭრება  და  შიგნით  ისმება  საკეტი.

9.   ბაბოჩკა  საკეტი---  მის  გასაღებს  პეპელას  ფრთის  ფორმა  აქვს.

10.  თითის  ანაბეჭდიანი  საკეტი---იმახსოვრებს  პატრონის  თითის    ანაბეჭდს  და  მხოლოდ  მას  უღებს.

8.  

  • სახელურიანი  საკეტი, 2  გასაღებიანისახელურიანი საკეტი, 2 გასაღებიანი
  • თითის  ანაბეჭდიანი  საკეტითითის ანაბეჭდიანი საკეტი
  • წვეტიანი-ჯვრისებრი  გასაღებიწვეტიანი-ჯვრისებრი გასაღები
  • ნაკლადნოი  იშვიათი  ტიპის  გასაღებინაკლადნოი იშვიათი ტიპის გასაღები
  • ფეხებიანი  საკეტი,  3 მხრივიფეხებიანი საკეტი, 3 მხრივი
  • ცალყურა  გულანაცალყურა გულანა
  • კოდიანი  საკეტიკოდიანი საკეტი
  • ელექტრო  საკეტიელექტრო საკეტი
  • ყველაზე  მაგარი  საკეტიყველაზე მაგარი საკეტი
  • პეპელა  გასაღებიანი  საკეტი,  ე.წ.  ბაბოჩკაპეპელა გასაღებიანი საკეტი, ე.წ. ბაბოჩკა
  • სიგნალიზაციანი  მყვირალა  საკეტისიგნალიზაციანი მყვირალა საკეტი
  • კოდირებული  გულანაკოდირებული გულანა
  • ნახევარსფერო  გასაღებინახევარსფერო გასაღები
4. როგორ შევარჩიოთ ბინის მთავარი კარები

პირველ  რიგში    ბინის  კარი  უნდა  იყოს  ძლიერი  რათა  წინააღმდეგობა  გაუწიოს  ავის-მოსურნეებს.ადრე   ასეთ  კარებებს  მხოლოდ  კუსტარულად  საამქროებში  ამზადებდნენ,  ბოლო  10  წელია  გაჩნდა  ქარხნული  კარებები.  გაჩნდა  ასევე  თხელი  ჟესტის  ე.წ.  ჩინური  კარებები,  რომლებიც  ლამაზებია  მაგრამ  ძალიან  თხელი  თხელი  ჟესტით  არის  დამზადებული.

                     დღეს  კარგი  კარი,   კარგი  საკეტებით  და  მდფ-ით  შეფუთული  1700-2000  ლარი  ჟდება.

                     პირველ   რიგში  უნდა  იცოდეთ  გაღების  მიმართულება,  მერე  ჩარჩოს  ზომები,  ამის  მერე  2  კარგი  საკეტი  თავის  ურდულით,  ეს  იმ  შემთხვევაში  თუ  უკვეთავთ  საამქროში.  თუ  გამზადებულს  ანუ  ქარხნულს  იყიდით  მაშინ  მას  ეს  ყველაფერი  თან  მოსდევს.  ყველაზე  ძლიერი  პრესტიჟული  კარი  თბილიში  მაღაზია  გეორგინაშია ; ტელ:234-19-87.  წერეთლის  პროსპექტზე.   ეს  არის  რუსული  წარმოების  ""ელბორის""  კარი,  3  საკეტით,  ღირს  1700  ლარი  თავის  მონტაჟით.  იხურება  რეზინებზე.  ეხლანდელ  დროში  ყურადღება  მიაქციეთ  რომ  რკინის  კარი  აუცილებლად  რეზინებზე  უნდა  იხურებოდეს.

  • magari  karimagari kari
  • 2  ფრთიანი  რკინის  აბშივკიანი  კარი,  ქაეხნული  წარმოების.2 ფრთიანი რკინის აბშივკიანი კარი, ქაეხნული წარმოების.
  • დიზაინერული  ნამუშევარი  კარი,  მაგარი  საკეტებით.დიზაინერული ნამუშევარი კარი, მაგარი საკეტებით.
  • კარის  მონტაჟის  სქემაკარის მონტაჟის სქემა
5. რა საშიშროება არსებობს კარების ხმარებისას.

1.  თანამედროვე  მძიმე  რკინის  კარის  ხმარებისას  ხელი  არ  უნდა  მოყვეს  ადამიანს  თორემ  მიჯახუნებისას  თითებს  მოაწყვეტავს.

2  პეტლები  დაზეთილი  უნდა  იყოს  თორემ  გაიჭედება,  მოტყდება  და  შეიძლება  ზედაც  დაგეცეთ.

3.  საკეტის  ცუდად მუშაობის  შემთხვევაში  დროზე  უნდა  გააკეთოთ  თორემ  ჩატყდება,  ჩაიკეტება  და  ამას  ბევრი  ცუდი  შედეგე  შეიძლება  მოყვეს.   მაშველებს  თუ  მოიყვანთ  კარებებს  დაგინგრევენ,  ხელოსნის  გამოძახება  სასწრაფო  რეჟიმში  50  ლარი  ჯდება,  თუ   საკეტი   დაიმტვრა  ამას  კიდევ  საკეტის  ხარჯი  დაემატება.

4.  ავტომატური  საკეტი  თუ  გაქვთ  გასაღები  შიგ  არ  უნდა  დაგრჩეთ  თორემ  კარები ჩაგეკეტებათ.  ერთი  გასაღები  ყოველთვის  ნათესავთან  უნდა  დატოვოთ.

5.  გასაღები  არ  ჩაუგდოთ  აივნიდან  დაბლა,  თორემ  გასაღებს  კბილი  ტყდება  და  აღარ  გააღებს  საკეტს.  შეფუთეთ  ძალიან  რბილად  გასაღები  და  ისე  ჩააგდეთ  აივნიდან.

  • გასაღების  შესანახი  მიკრო  სეიფი  სახლში.გასაღების შესანახი მიკრო სეიფი სახლში.
  • კარის  საბჯენი,  იცავს  კარს  სახელურის  მოტეხვისგან და  პეტლის მოტეხვისგან.კარის საბჯენი, იცავს კარს სახელურის მოტეხვისგან და პეტლის მოტეხვისგან.
6. შიგა კარებები, მეტ.პლასტმასები, ფანჯრები.

მე  ამათი  დამამზადებელი  არ  ვარ  მაგრამ  ამათ  საკეტებში  კარგად  ვერკვევი.  ამათი  რემონტი და  დაყენება  ჩემი  სპეციალობაა.  აქაც  ყურადღება  უნდა  მიექცეს  საკეტის  ხარისხს.  განსაკუთრებით  ვანა-ტუალეტების.  ამათ  უფრო  მეტი  მუშაობა  უწევთ  ვიდრე  რკინის  კარს.  აქაც  ხშირია ჩაკეტვები.

7. ავეჯის კარებები.

ავეჯის  კარებების  მომსახურება  და  მათი  საკეტების  თუ  პეტლების  სერვისიც  შედის  ჩვენ  მოვალეობაში. აქ    დიდი  არჩევანი  არ  არის,  მაგრამ  რაც  არის  იმასაც  მიხედვა  უნდა.

  • ავეჯის  საკეტიავეჯის საკეტი
8. მანქანის კარებები

ჩაკეტილ მანქანის კარს კახა  597 447 744  გაგიხსნით.  დარეკეთ, მოდელი და სიტუაცია აღწერეთ და გეტყვით  რა  და  როგორ.  საშუალო ფასი 40 ლარია.  გააჩნია დროს  და  მომენტს.

9. კარებების ჩაკეტვის პრობლემა.

როგორც  ონკანს  ახასიათებს  წყლის  გაშვება,  ელექტროშტეფსელს  ცეცხლის  წაკიდება  ისე   საკეტს  ახასიათებს  ჩაკეტვა.  როგორ  უნდა  მოვიქცეთ  მსგავს  შემთხვევაში.   პირველ  რიგში  საკეტის  მუშაობაში  თუ  შევამჩნევთ  რამეს  ცუდს  უნდა  დროზე  გავარემონტოთ,  დავზეთოთ  და  ა.შ.     თუ  მაინც  გაგვეპარა  და  კარი  ჩაიკეტა  არავითარი  პანიკა,  ცივი  გონებით  ავწონდავწონოთ  სიტუაცია.

                  კარები  ბოლო-ბოლო  გაიღება  აბა  სად   წავა,  სიჩქარეში  კი  შეიძლება  კარებიც  გააფუჭოთ  და  საკეტიც.  ხელოსნის  გამოძახება  ყველაზე  საუკეთესო  ვარიანტია.   ჩვენ  ისე  ვაღებთ  რომ  არც  კარებს  ვფუჭებთ  და  არც  საკეტს.  მერე  გაგირემონტებთ  და  ჩაგაბარებთ  მუშა  მდგომარეობაში.  თუ  საჭიროა   გამოგიცვლით  საკეტს.

10. დამაფონის სისტემა

დამაფონს  ხმარობენ  თუ  კარები  შორს  არის  ადამიანების  ძირითადი  სამოქმედო  ადგილისგან.  ამ    შემთხვევაში   უნდა  შეიძინოთ:

                      1. დამაფონი+გლაზოკი

                      2.  ელ.საკეტი

                     3.   ადაპტერი

                      4.  დამაკავშირებელი  სადენები.

                      5.    ხშირად  ამორტიზატორსაც  ყიდულობენ  რათა  კარი  თვითონ  მიიხუროს.

 

                        მიახლოებით  ამ  ყველაფრის  შეძენა - დამონტაჟება   დაგიჯდებათ  600  ლარი.

              შედეგი :  თქვენ  გაიგებთ  სტუმრის  ზარს,   მერე  დაინახავთ,  მერე  დაელაპარაკებით    და  ბოლოს  გაუღებთ  თუ  თანახმა  იქნებით   ღილაკის  ერთი  დაჭერით.   სტუმარი  შემოდის  კარი  კი  თვითონ  იხურება  და  საკეტი  ავტომატურად  იკეტება.  

  • ფერადი  დამაფონიფერადი დამაფონი
  • ელექტრო  საკეტი,  მუშაობს  12  ვოლტით.ელექტრო საკეტი, მუშაობს 12 ვოლტით.
11. ალაყაფის კარის პულტით გაღება.

ეს  სისტემა  თბილისში  მიახლოებით  10  წელია  შემოვიდა.ეხლა   მასიურად  კეთდება  ყველგან.   მოხერხებული  სისტემაა.

                     მიუახლოვდი  გარაჟს,  დააჭირე  ბრელოკს  მანქანიდანვე  და  კარი  გაიღო.  შეხვედი,  დააჭირე  და  კარი  თვითონ  დაიკეტა.

  • პულტიანიპულტიანი
  • სქემასქემა
  • სქემა  2სქემა 2
12. კუსტარული საკეტები

ამ  ტიპის  საკეტები  თბილისში  არსებობს  ჯერ  კიდევ  კომუნისტების  დროიდან.  ქურდობა   საბავშო  ბაღიდან  რომ  ისწავლებოდა.   მაშინ  მამაჩემიც  და  მეც  ვაკეთებდით  ასეთ  საკეტებს   ქარხანაში.  მაშინ  მაღაზიებში  არ  იყიდებოდა  ამდენი  ნაირნაირი  საკეტები  რამდენიც  ეხლა   და  ხალხის  მოთხოვნილება  ასე  კუსტარული  ნაწარმით  კმაყოფილდებოდა.     არსებობს  მიახლოებით  6- ნაირი  ტიპი  ასეთი  საკეტების  თბილისში.  

                      ესენი  სიყველანი  ნაკლადნოი  ვარიანტებშია  შესრულებული.    ფასები  კი  100-200   ლარებში  მერყეობს.

13. რას ვთავაზობ ორგანიზაციებს

რამდენიმე  სპეციალისტი  ერთ  კაცში.    აი  ჩემი  მთავარი  პლიუსი  ფირმისთვის.    ფირმებს  როგორც  წესი  უგროვდებათ  ბევრი  სხვადასხვა  ტიპის  პრობლემები,  როგორიცაა:  კარებები  ფუჭდება,  საკეტები  ტყდება,  ავეჯი  ტყდება,  შუშა  ტყდება,   ელექტრო-პრობლემები,  იქ  გისოსია  შესადუღებელი.  ამ  ყველაფრის  ოპერატიულად  მოგვარება  ერთი  ხელშეკრულებით  ბევრად  მოხერხებულია  ვიდრე  რამოდენიმეთი.  მანქანაში  ყველანაირი  ინსტრუმენტი  მაქვს  და  ნაწილები.  რაც  უზრუნველყოფს  უამრავი  ტიპის  საქმეების  სწრაფად  გაკეთებას,  მაღზიებში  და  ელიავაზე  წაუსვლელედ.   მოკლედ  სანამ  ვარ  გამომიყენეთ,  თორემ  რომ  აღარ  ვიქნები  მერე  რა   გეშველებათ.

 

                8  სპეციალისტი  ერთ  კაცში.  ეს  იდეალური  მისწრებაა  ნებისმიერი  ორგანიზაციისთვის.

                ზედმიწევნით  პუნქტუალური  ვარ  და  გეგმაზომიერი.   ყველა  საქმეზე  ვადგენ  დეტალურ  გეგმას  ფურცელზე.    საქმეთა  თანმიმდევრობა  და  ფასები  თვალნათლივ  ნათელია  შემკვეთისთვისაც  და  ჩემთვისაც.

                 გაკეთებული  საქმის  მერე  არ  მივატოვებ  კლიენტს,  ერთხელ,  2-ჯერ  და  3-ჯერაც  შეუვლი  თუ  რამე  იქნა  გამოსასწორებელი.  ოღონდ  მანქანა  გამაჩერებინონ  და  მეტი  არაფერი  მინდა.

 

                თვითონ  საქმეს  ვაკეთებ  ძალიან  სწრაფად  და  არ  ვაწუხებ  მომსახურე  პერსონალს  ჩემი  იქ  ყოფნით  და  ხმაურით.  რატომ?  იმიტომ  რომ  მაქვს  ულტრათანამედროვე  ელემენტების  ინსტრუმენტები   რომლებიც  არ  საჭირომენ  დენს.    არ  იკარგება  დრო  შნურების  გაბმაზე  და  შტეფსელების  ძებნაზე.

14. სასარგებლო რჩევები.

ჩამხტომი  ენის  დაზეთვა.   ყველაზე  მუშა  დეტალი  კარებში  ეს  ენაა.   ზუსტად  ეგ  იკეტება  ყველაზე  ხშირად.  ამიტომ  ხშირად  უნდა  დაზეთოთ  ეს  დეტალი.

როგორ  შევამოწმოთ  კარი  კარგად  მუშაობს  თუ  არა?    უნდა  გავაღოთ  ბოლომდე  და   ნეკა  თითით  მივაწვეთ  სანამ  ბოლომდე  არ  ჩაიკეტება.  თუ  სადმე  შეფერხება  იქნა,  ან  ვერ  ერევით  ან  ბოლოს  არ  იკეტება  ესეიგი  რაღაც  პრობლემაა.     

                   კარზე  სულ  მცირე  2  საკეტი  უნდა  იყოს.  რატომ?    იმიტომ  რომ   შემთხვევით  ერთი  რომ  გაფუჭდეს  ღია  კარებში  არ  მოგიწიოთ  დარჩენა.  ანუ  ზაპასკა  გაქვთ  და  წყნარად  ხართ.

                    ეხლანდელ   კარებს  მაგრა უხდება  რეზინების  დაკვრა.  მაგრამ  ეს  სპეციალისტის  ჩარევით  უნდა  მოხდეს  ,    იმიტომ  რომ  თვითნებური  მიწებებისას  საკეტებს  უჭირთ  და  ფუჭდებიან.

             

  • ღია  კარიღია კარი
© 2012 “cxraklituli.ge
  Chat with me